qaswda⋆.*⃝̥៚Telos Racional៚⋆.*⃝̥qaswda

Просмотров: 225   |   Загружено: 3 год.
icon
Pupilas Solidas
icon
12
icon
Скачать
iconПодробнее о видео
9.1. ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ცნობიერება
სულიერი სფეროს ღერძს საზოგადოებრივი ცნობიერება წარმოადგენს (ან, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ - საზოგადოების ცნობიერება).
საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ცნობიერება ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ იდენტური არ არის. ადამიანის ინდივიდუალური ცნობიერებაა მისი სულიერი სამყარო, მისი მრავალფეროვანი გრძნობები, ცოდნა, ინტერესები, შეხედულებები გარემოზე და ა.შ., რომლებიც ასახავს რეალობას - ბუნებრივ და საზოგადოებრივ გარემოს. ინდივიდუალური ცნობიერება იქმნება პირადი გამოცდილების საფუძველზე , ადამიანის ცხოვრების უშუალო პირობების გატვალისწინებით, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, განათლების, აღზრდის შედეგად.
ადამიანის ყოველდღიური, უშუალო მრავალფეროვანი ინტერესების გამოხატვისას, მისი ინდივიდუალური ცნობიერება ყოველთვის ვერ ახერხებს მისი არსებობის მთლიანად ასახვას. მაგრამ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ ცნობიერებას საერთო თვისებები აქვს სხვა ადამიანების ცნობიერებასთან. კონკრეტული ადამიანის სულიერი სამყარო წარმოადგენს ინდივიდუალურისა და საერთოს ერთიანობას. ინდივიდუალური ცნობიერება მოიცავს არა მხოლოდ მის სპეციფიკურ (პროფესიულ, ასაკობრივ, სქესობრივ) თავისებურებებს, არამედ მისი ხალხისთვის საერთო გრძნობებს, შეხედულებებს, თეორიებს. ინდივიდუალური ცნობიერება ასახავს საზოგადოების ფაქტებს და აფასებს მათ. შეფასება პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტული მოვლენები როგორ აისახა ამ მოვლენების მონაწილეთა და ახლობლების პირად ბედზე.
თუმცა საზოგადოება ინდივიდთა ერთობლიობას წარმოადგენს, საზოგადოების ცნობიერება არ არის ინდივიდუალურ ცნობიერებათა უბრალო ჯამი. საქმე იმაშია, რომ მთლიანობაში საზოგადოება რეალობას ბევრად უფრო ღრმად ასახავს, ვიდრე ცალკე ინდივიდები. ისევე, როგორც საზოგადოება არ წარმოადგენს მისი შემადგენელი ადამიანების უბრალო ჯამს, ასევე საზოგადოების ცნობიერება არ წარმოადგენს ცალკეულ ინდივიდთა ცნობიერების მარტივ ჯამს. ეს არის თვისობრივად განსაკუთრებული სულიერი სისტემა, რომელიც წარმოქმნილია სოციალური რეალობის მიერ, ცხოვრობს საკუთარი, შედარებით დამოუკიდებელი ცხოვრებით, და გავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე. ეს ერთგვარი ზეინდივიდუალური კოლექტიური გონებაა.
ცალკე ადამიანის აზრი შეიძლება გახდეს საზოგადოების ცნობიერების ფაქტი, როდესაც იგი სცილდება პიროვნული არსებობის საზღვრებს, ხდება სხვა ადამიანების საკუთრება.
ინდივიდუალური ცნობიერების მატარებელი, მატერიალური სუბსტრატი კონკრეტული ადამიანია. ვინ ან რა არის საზოგადოების ცნობიერების მატარებელი? საზოგადოების ცნობიერების მატარებელი, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ადამიანის. მაგრამ მისი მატარებელი ასევე არის საზოგადოების მთელი სისტემა, სოციალური წარმონაქმნები, ადამიანის მიერ შექმნილი სოციალური ობიექტების ერთობლიობა, რომლებშიც „განსახიერებულია“ ადამიანის ცნობიერება.

Похожие видео

Добавлено: 55 год.
Добавил:
  © 2019-2021
  qaswda⋆.*⃝̥៚Telos Racional៚⋆.*⃝̥qaswda - RusLar.Me